ვიდეო

Published on: 11 May 2017

Toyota Land Cruiser 370 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს და მსოფლიო რეკორდს ამყარებს

კალიფორნის შტატში არსებულ ერთ-ერთ აეროკოსმოსურ ასაფრენ ბილიკზე კომპანია Toyota -მ გინესის რეკორდი დაამყარა. 2000 ცხ.ძ. სიმძლავრის მქონე ტიუნინგირებულმა Land Cruiser 200 -მა 370 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე განავითარა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური რეკორდი ეკუთვნის Brabus -ის V12 Mercedes-Benz GLK -ს, რომელმაც 340 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე განავითარა.

ყველაფრის მიუხედავად გინესის წიგნის წარმომადგენლებმა იაპუნური ყველგანმავლის ამ მიღწევის მსოფლიოში ყველაზე სწრაფების სიაში შეტანაზე უარი განაცხადეს. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ აღნიშნული ავტომობილი მცირე სერიულიც კი არ არის. განსხვავებით Mercedes -ისა.

ტიუნინგის შედეგად ავტომობილს სრული ამძრავის ფუნქცია მოშორდა და გახდა უკანა წამყვანი. ის აღჭურვილია 5,7 ლიტრი მოცულობის V8 ძრავით.

თეგები: ,


Back to Top ↑