სტატიები

Published on: 28 January 2017

Tesla -ს სასამართლოში ავტოპილოტთან დაკავშირებული სარჩელი შეაქვს

ამერიკული კომპანია Tesla თავის ყოფილ თანამშრომელს სტერლინგ ანდერსონს სასამართლოში უჩივის.  ანდერსონი კომპანიაში 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის იანვრამდე მუშაობდა და ხელმძღვანელობდა ქვედანაყოფს, რომელიც ავტოპილოტის შემუშავებით იყო დაკავებული.

Tesla ყოფილ თანამშრომელს ბრალს დებს იმაში, რომ ის სამსახურიდან წასვლის შემდეგ ცდილობდა კომპანიის თანამშრომლების გადაბირებას კომპანია Aurora Innovation -ში, რომელიც ასევე აუტოპილოტის სისტემის შემუშავებით არის დაკავებული. ასევე ბრალს დებს იმაში, რომ ანდერსონმა “თან გაიყოლა” ასობით გიგაბაიტი ინფორმაცია Tesla -ს პროექტების შესახებ.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑