სტატიები

Published on: 28 August 2015

Tesla Model S -ის ახალი მსოფლიო რეკორდი: 728 კმ ერთ დამუხტვაზე [+Video]

ენთუზიასტმა ბიორნუ ჰილანდმა შეძლო მსოფლიო რეკორდის დამყარება, მან სრულიად ელექტრონული Tesla Model S -ის ერთ დამუხტვაზე გავლილი მანძილის რეკორდი მოხსნა. ექსპერიმენტი ჩატარდა Model S P85D მოდიფიკაციაზე. ეს ავტომობილი წარმოდგენილი იქნა 2014 წლის ოქტომბერში. იგი აღჭურვილია ორი ელექტროძრავით. ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ავტომობილი 0-100 კმ/სთ -ს ანვითარებს 3,1 წმ -ში.

სტარტი როდკეროში (დანია) არსენულ Supercharger -ის სადგურზე დაიწყო, სადაც ავტომობილის ბატარეები ბოლომდე იქნა დამუხტული. მოგზაურობისას მძღოლები გაურბოდნენ მკვეთრ აჩქარებასა და დამუხრუჭებას, ხოლო მარშრუტი გადიოდა ნებისმიერ ადგილას მთავარია ისინი ასცდენოდნენ საცობებს, საგზაო სამუშაოებს და ა.შ. გადაადგილების საშუალო სიჩქარემ შეადგინა 39 კმ/სთ. მთლიანი მანძილის დასაფარად მათ 18 სთ და 40 წთ მოანდომეს. თვითონ მანძილმა კი 728,7 კმ შეადგინა. შედარებისთვის, Tesla Model S P85D -ის საბუთების მიხედვით ავტომობილს ერთ სრულ დამუხტვაზე შეუძლია 405 კმ -ის დაფარვა. ნახეთ ვიდეო:

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑