სტატიები

Published on: 01 March 2019

Tesla-მ ბიუჯეტური მოდელი გაყიდვაში გაუშვა

კომპანია Tesla-მ ბაზარზე ელექტრონული Model 3-ის საბაზისო ვერსია გამოუშვა, რომელიც 35 ათასი დოარი ღირს. ავტომობილი მხოლოდ ონლაინ შეკვეთებით გაიყიდება.

ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ Model 3 გაყიდვაში მხოლოდ წლის ბოლოსთვის გამოვიდოდა, მაგრამ ილონ მასკმა არ დააყოვნა და Polestar 2-ის საპასუხოდ, რომელიც შემქმნელებმა Tesla Model 3-ის კონურენტად წარმოადგინეს, ავტომობილი გაყიდვაში გაუშვა.

მოკლედ, რას წარმოადგენს 35 ათასი დოლარის ღირებულების Tesla Model 3 Standard Range? ეს არის უკანა ამძრავის მქონე შავი ფერის ავტომობილი, ნაჭრის სალონითა და ფუნქციებით გამდიდრებული მულტიმედიური სისტემით. EPA-ს სერთიფიკატის მიხედვით ავტომობილს ერთ დამუხტვაზე 354 კმ-ის გავლა შეუძლია. 0-60 მილ/სთ აჩქარებას 5,6 წამში აკეთებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 209კმ/სთ-ს შეადგენს. ძრავის სიმძლავრეს მწარმოებელი არ უთითებს.

37 ათას დოლარად ხელმისაწვდომია ტექნიკურად უფრო მდიდარი ვერსია Model 3 Standard Range Plus-ი, ტექნიკური მახასიათებლებით: ერთ დამუხტვაზე – 386 კმ, 0-60 მლ/სთ – 5,3 წმ, მაქს. სიჩქარე – 225 კმ/სთ.

 

თეგები: ,


Back to Top ↑