სტატიები

Published on: 14 October 2014

ავტომობილის დიაგნოსტიკა მისი სუნის მიხედვით

Auto-Repair-Mechanic-Durham-NC

უმეტეს შემთხვევაში ავტომობილიდან წამოსული სუნი, ეს იქნება ტყავისა თუ მოსაპირკეთებელი მასალის, ეხება ახლად შეძენილ ავტომობილებს. მეორეს მხრივ არის განსხავებული სუნებიც, რომლებიც შეიძლება წამოვიდნენ თქვენი ავტომობილიდან მისი გამოყენებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ.  ამასთან ერთად როგორც ავტომობილის მფლობელმა და მძღოლმა უნდა იცოდეთ, თუ რომელია ჩვეულებრივი სუნი და  თქვენი ავტომობილიდან წამოსული როგორი სუნი არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ. ქვემოთ მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს, რომლებიც  ავტომობილის გაუმართავ მუშაობაზე გვაძლევს სიგნალს.

თუ თქვენ სალონში გრძნობთ გაზის გამონაბოლქვის სუნს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გამოსაბოლქვ სისტემაში გაჟონვებია. მაგალითად ხვრელი გამოსაბოლქვ მილში, გამოსაშვები კოლექტორის დეფექტი და ასევე მაყუჩის მწყობრიდან გამოსვლა. თუ თქვენ ასეთი რამ დაგემართათ რეკომენდირებულია დროულად მოაგვაროთ ეს პრობლემა, რათა თავიდან აიცილოთ მოწამვლის რისკი.

თუ თქვენს სალონში გრძნობთ ნედლი ბენზინის სუნს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, იმას რომ თქვენი ავტომობილის საწვავის მიწოდების სისტემაში გაჟონვაა, დაზიანებულია საწვავის მილი, საწვავის ბაკი ან საწვავის ფილტრი. ეს საშიშია – რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი ავტომობილში. პირველ რიგში უნდა შეამოწმოთ საწვავის საცავის თავსახური, შესაძლოა დაგავიწყდათ გაკეთება ავტოგასამართ სადგურზე. თუ მიზეზი ამაში არარის სასურველია დაუყონებლივ მიმართოთ ხელოსანს რათა მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა.

თუ თქვენ იგრძენით გაფუჭებული კვერცხის სუნი , ეს ნიშნავს იმას რომ გაუმართაობაა თქვენს კატალიზურ ნეიტრალიზატორში.

თეგები: ,


Back to Top ↑