სტატიები

Published on: 29 October 2015

Subaru -მ WRX STI უფრო მძლავრი გახადა

Subaru -მ ტოკიოს ავტოშოუს სტუმრები WRX STI -ის სპეცვერსიით გაახარა – სუპერსედანმა მიიღო S207 პრეფიქსი და ბევრი ტექნიკური განახლება, მათ შორის დამატებითი სიმძლავრეც. ნაადრევად ნუ გაგიხარდებათ – ასეთი STI -ები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შიდა ბაზარზე, ანუ გაიყიდება მხოლოდ იაპონიაში.

ყველაფერთად ერთად ავტომობილი ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა და შეადგენს 400 ეგზემპლარს. აქედან დაახლოებით ასი ავტომობილი აღჭურვილი იქნება NBR Challenge Package -თი, რომელიც ითვალისწინებს ყვითელ ფერს და სხვა კოსმეტიკურ შტრიხებს. ხოლო დანარჩენებისთვის განკუთვნილია საფირმო ლურჯი ფერი.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, აქ უნდა აღინიშნოს დამატებითი 28 ცხ.ძ.  და თითქმის 40 ნმ გამწეობა (საერთო ჯამში 328 ცხ.ძ. და 431 ნმ), რომელსაც გამოიმუშაებს 2 ლიტრი მოცულობის ძრავა – ეს ყველაფერი ახალი “ტვინის”, ტურბინის, სხვა დგუშებისა და სპორტული გამოსაბოლქვი სისტემის დამსახურებაა.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑