Startaperi

სტატიები

Published on: 14 March 2017

შტატებში მექანიკურმა გადაცემათა კოლოფმა ავტომობილი გატაცებისგან იხსნა

თებერვლის ბოლოს 18 წლის დემერი უეინი თავის მეგობართან ერთად ავტომობილის გატაცებას შეეცადა, თუმცა უეცრად ისინი გაუთვალისწინებელ პრობლემას წააწყდნენ. როდესაც გამტაცებლები დაეუფლნენ სხვის ავტომობილს, აღმოჩნდა, რომ არცერთ მათგანს არ შეეძლო მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე ავტომობილის მართვა. ისინი ავტომობილის 23 წლის მფლობელს დაემუქრნენ, რომ მას მათთვის ესწავლებინა,თუ როგორ მოეყვანათ ავტომობილი მოძრაობაში. საბოლოო ჯამში გამტაცებლებმა გადაწყვიტეს დანებებულიყვნენ და მიიმალნენ.

ცნობილი გახდა, რომ იმავე დღეს პოლიციამ ისინი დააკავა.

თეგები: , , ,


Back to Top ↑