სტატიები

Published on: 30 March 2017

შტატებში “დიზელგეითის” შედეგად აკრძალული დიზელის VW -ების პარკინგი იქნა აღმოჩენილი (+ვიდეო)

ამერიკულ ქალაქ პონტიაკში საინტერეოს პარკინგი იქნა აღმოჩენილი. უფრო საინტერესოა ამ პარკინგზე არსებული ათასობით ავტომობილის ბედი, რომლებიც კონცერნმა Volkswagen -მა “დიზელგეითის” სკანდალის შედეგად თავისი კლიენტებისგან უკან გამოისყიდა.

მათ “დაჭეჭყვას” როგორც ჩანს არავინ აპირებს. ვიდეო რგოლის ავტორი ირწმუნება, რომ აშშ -ში ეს მსგავსი ტიპის ერთადერთი პარკინგი არ არის. 2 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები კონცერნმა დიდი რაოდენობით გაყიდა. “დიზელგეითი” მსოფლიოს მაშტაბით დაახლოებით 11 მლნ ევტომობილს შეეხეო, საინტერესოა სად მოხდება მათი პარკინგი?

თეგები: , ,


Back to Top ↑