სტატიები

Published on: 06 April 2017

შტატებში აუქციონზე საკულტო Mercedes 500E W124 იყიდება

მრავალი წლის განმავლობაში Mercedes-Benz -ის ტიუნინგ ატელიედ AMG ითვლება. მაგრამ 90 -იანი წლების დასაწყისში დამუხტულ შტუტგარდულ E-Class -ებს აკეთებდნენ არა AMG -ის ინჟინრემი, არამედ Porsche -ს სპეციალისტები. სწორედ მათ იმუშავეს ისტორიაში ყველაზე მოთხოვნად W124 -ზე , რომელიც აღჭურვილი იყო 5,0 ლიტრი მოცულობის V8 ძრავით (E500) და გამოიმუშავებდა 326 ცხ.ძ. -ს.

ამ ავტომობილის 1993 წლის ეგზემპლარი 50 000 გარბენით აშშ -ში გასაყიდად არის გამოტანილი. ცნობილია, რომ ქვეყანაში E500 -ის მხოლოდ 1 528 სედანი იქნა იმპორტირებული. როგორც გარეგნულად, ასევე შიგნიდანაც ავტომობილი იდეალურად გამოიყურება, რომელიც თითქოს კონვეირიდან ახალი ჩამოყვანილია.

რამდენი პატრონი შეიცვალა ამ ავტომობილმა უცნობია, მაგრამ მისი ახალი მფლობელი ნამდვილად მისით კმაყოფილი იქნება. ავტომობილის ყიდვა მას მინიმუმ დაახლოებით 50 – 60 ათასი დოლარი დაუჯდება.

 

თეგები: , , , , , ,


Back to Top ↑