Startaperi

სტატიები

Published on: 16 March 2019

შტატების მთავრობამ Volkswagen-ს თაღლითობაში დასდო ბრალი

შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) Volkswagen-სა და მისი ყოფილი გენერალური დირექტორს მარტინ ვინტერკორნს მსხვილ თაღლითობაში დასდო ბრალი. რეგულატორის მონაცემებით კომპანიამ 2014-2015 წლებში $13 მლრდ ღირებულების ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. თუმცა არ გაუმხელია ის თუ რამდენ მავნე ნივთიერებას გამოყოფს 500 ათასზე მეტი ავტომობილი. რეზულტატში კი, გადაჭარბებული შეფასებით, Volkswagen-მა მიიღო ინვესტიციები და ამასთან გამოუშვა ფასიანი ქაღალდები.

კონცერნში ამ ბრალდებას “იურიდიულად და ფაქტიურად მცდარი” დაარქვეს. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ინვესტორები არ დაზარალებულან და თანხა უკან დაიბრუნეს.

2018 წელს მიჩიგანის შტატის პროკურატურამ ანალოგიური ბრალდება წაუყენა ვინტერკორნსა და Volkswagen-ს.


Back to Top ↑