სტატიები

Published on: 13 July 2018

სანავთობო კომპანიის ხემძღვანელმა საწვავზე მომუშავე ძრავებზე უარის თქმისკენ მოუწოდა

Royal Dutch Shell -ის ხელმძღვანელმა ბენ ვან ბერდენმა მოუწოდა ბენზინისა და დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავების აკრძალვის საქმის წარმოების დაჩქარება. ასეთი თხოვნა მან დიდი ბრიტანეთის მთავრობას გაუგზავნა, რომლებმაც უკვე მიიღეს გადაწყვეტილება აკრძალონ ზემოთ ხსენებულ საწვავზე მომუშავე ახალ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილების გაყიდვა. მაგრამ ეს მხოლოდ 22 წლის შემდეგ მოხდება.

“თუ თქვენ ამ თარიღს უფრო გადმოწევთ, ასეთი გადაწყვეტილება მისასალმებელი იქნება. მე ვფიქრობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო უნდა დააჩქაროს ტემპი. ასეთი გადაწყვეტილება დაეხმარება Shell-სა და მის მსგავს კომპანიებს მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები”

როგორც უცხოური მედია იუწყება  Shell-მა ელექტრონული რევოლუციის გარდაუვალობა მიიღო და ამხრივ აპირებს თავისი ბიზნეს მოდელის გადაკეთებას.

თავის ცენტრებში ელექტრონული დამუხტვის წერტილების მოწყობით Shell-ი იზიდავს ისეთ კლიენტებს, რომლებიც ატარებენ დასამუხტ ჰიბრიდენსა და ელექტრომობილებს. მომავალში ბენზინის გაყიდვები ინვესტორების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

 

 

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑