ავტოსპორტი

Published on: 26 August 2015

სააკაძე დრიფტი – ივენთი, რომელიც კიდევ დიდხანს გვემახსოვრება

23 აგვისტოს BMW Club Georgia -მ თბილისის მერიისა და  საპატრულო პოლიციის მხარდაჭერით დაუვიწყარი სანახაობა შემოგვთავაზა. სპეციალურად ამ დღისთვის სააკაძის მოედანი მოყვარულ და პროფესიონალ დრიფტერებს დაეთმო. რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ საქართველოშიც შეიძლება სპორტის ამ სახეობაში ექსტრემალური, ლამაზი და სანახაობით აღსავსე ივენთის მოწყობა. ღონისძიებაზე ზაფხულის ცხელ დღეს 1000- ობით ადამიანი მოვიდა. მათ ვინც ჯებირებთან თავისუფალი ადგილი ვერ ნახეს, მშენებარე შენობიდან და ხეებიდან გადაწყვიტეს რბოლის ყურება, რადგან ძნელი იყო ამ დღეს თვალით არ გენახა ის რაც ყურით გესმოდა.

DSC_0296

DSC_0678

ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო, ჩანდა დიდი შრომა, რომელიც BCG -ას ორგანიზატორებმა ამ ივენთში ჩადეს. ღონისძიებამ დაახლოებით 7 საათს გასტანა და ის იმდენად აღსავსე იყო სანახაობებით, რომ მაყურებლებს მოწყენის საშუალება არ მიეცათ. ამაში მრბოლელებს ბაიკერებიც დაეხმარნენ, რომლებმაც ულამაზესი ტრიუკები და შოუს ელემენტები შემატეს ივენთს. სააკაძე დრიფტი ინციდენტის გარეშე დასრულდა. მაყურებელმა კი იქიდან ემოციების დიდი დოზა წამოიღო, რაც კიდევ დიდხანს გასტანს.

DSC_0581

შეგახსენებთ, რომ სააკაძე დრიფტი გაიმართა საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მესამე ეტაპის ფარგლებში. შემდგომი ორი ეტაპი ოქტომბერსა და ნოემბერში გაიმართება. არ გამოტოვოთ. წარმოგიდგენთ მესამე ეტაპის გამარჯვებულებს.

მოყვარულები

პროფესიონალები

1. ლაშა ჯანაშია
1.გიოგი კირვალიძე
2. დათო ხელხელაური
2.გიორგი აბულაძე
3. ავთო ხელხელაური
3. ვახო ხურციძე

ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ორგანიზატორები და მრბოლელები კიდევ გაგვანებივრებენ მსგავსი და უკეთესი სანახაობებით. ამაში მათ ჩვენი და თქვენი – მაყურებელო მხარდაჭერა სჭირდებათ. არ გამოვტოვოთ მსგავსი ღონისძიებები, ვუგულშემატკივროთ მრბოლელებს და ხელი შოვუწყოთ საქართველოში ამ სპორტის განვითარებას, რადგან ის ნამდვილად იმსახურებს.

ბოლოს კი გთავაზობთ პატარა ვიდეო რგოლს თუ, როგორ ულოცავენ მრბოლელები გიორგი კირვალიძეს გამარჯვებას.

სააკაძე დრიფტი

თეგები: , ,


Back to Top ↑