სტატიები

Published on: 10 December 2014

რომელი ფერი არის ყველაზე პოპულარული 2014 წელს?

9c9f01211985371439c7047bc9

სავტომობილო საღებავების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია PPG Industires -მა ჩაატარა კვლევა, რომლის მეშვეობითაც გამოვლინა თუ რა ფერის ავტომობილები იყიდება მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე მეტად. გლობალური მონაცემების თანახმად, რომელიც შეკრიბა კომპანიამ, გამოვლინდა, რომ 2014 წელს გაყიდული ავტომობილების მეოთხედზე მეტი იყო თეთრი ფერის. აქედან გამომდინარე წელს თეთრი ფერის პოპულარულობა 28% -ამდე გაიზარდა. მეორე ადგილზე მოდის შავი ფერი 18%-იანი მაჩვენებლით. შემდეგ მოდიან ვერცხლისფერი და ნაცრისფერი, რომლებმაც 13% -იანი მაჩვენებლებით გადაინაწილეს მესამე და მეოთხე ადგილები. PPG შეგვახსენებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ვერცხლისფრის პოპულარობა შემცირდა 7% -ით.

ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ლიდერი ფერების სამეული სრულიად დაემთხვა ერთმანეთს. შტატებსა და კანადაში ყველაზე პოპულარული არის თეთრი ფერი -23%, შემდეგ შავი -18% და ნაცრისფერი -16%. ევროპაში თეთრმა ავტომობილებმა ბაზრის მეოთხედი დაიკავეს – 25%, 15% შავი ფერის ავტომობილებმა  და 14% ნაცრისფერმა. სამხრეთ ამერიკაში ვერცხლისფერმა და თეთრმა გაიყვეს პირველი/მეორე ადგილები, სადაც თითეულმა 32% მიიღო. შემდეგ მოდის შავი ფერი 13%-ით და ნაცრისფერი 11% -ით.

საბოლო ჯამში მსოფლიოს ავტომობილების მესამედი მონოქრომულია, რაც შეიმჩნევა ნებისმიერი ქალაქის საავტომობილო ნაკადზე დაკვირვებითაც. PPG -ს სპეციალისტებმა გააკეთეს პროგნოზი იმის თაობაზე, რომ შემდეგ წელს შედარებით მეტი კლიენტი აირჩევს ბუნებრივი ფერის ავტომობილებს, როგორებიცაა: ფორთოხლისფერი, თაფლისფერი, ყავისფერი და ა.შ.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑