Startaperi

Uncategorized

Published on: 05 October 2014

დამწყები მძღოლი ხართ? მაშინ რამოდენიმე რჩევა თქვენთვის.

თანამედროვე ცხოვრების ტემპი ისე ვითარდება, რომ  ავტომობილების რაოდენობა გზებზე დღითიდღე მატულობს და თუ ახალბედა მძღოლს შესაფერისი უნარჩვევები არ გააჩნია, მას ქალაქში ავტომობილით სიარული გაუძნელდება. განსაკუთრებით მათ, ვინც ავტომობილის ტარების ნაწილობრივ დაუფლებისთანავე ქალაქის გზებზე გამოდის.

მათთვის ვინც ახალბედაა დაიმახსოვრეთ, რომ სარკეები თქვენი ერთგული დამხმარეები არიან.  მოძრაობის დროს თქვენ გამუდმებით უნდა აკონტროლოთ არა მარტო წინა მხარე, არამედ უკანაც. რადგან პატარა შეცდომამაც კი შეიძლება არასასურველი შედეგებიც გამოიწვიოს.

თქვენი სამძღოლო გამოცდილების დასაწყისში სასურველია, ასე ვთქვათ, არ იუხეშოთ. არამედ გაატაროთ ყველა თუკი ოდნავ მაინც თვლით, რომ შეცდომას უშვებთ. განსაკუთრებით გზაჯვარედინებზე.

არ დაიწყოთ მოქმედების შესრულება მანამ, სანამ არ დარწმუნდებით მის უსაფრთხო შესრულებაში. ბევრმა ნერვიულმა მძღოლმა შეიძლება დაგისიგნალოთ და განიშნონ მაგალითად გაატაროთ ისინი.  პირველ რიგში მანამ მოახდენთ რეაგირებას ყველაფერ ამაზე, დარწმუნდით, რომ თქვენი მოქმედება უსაფრთხო იქნება. საგზაო შემთხვევის შემთხვევაში დამნაშავე იქნება არა ის ვინც გაიძულათ გაგეკეთებინათ მოქმედება არამედ თქვენ.

არიან მძღოლები, რომლებიც მცირე ხანში ვირტუოზები ხდებიან. არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობენ და არასტადარტულ სიტუაციაში უცებ კარგავენ ავტომობილზე კონტროლს.  ავტომობილის ხარისხიანი მართვა პირველ რიგში დამოკიდებულია მძღოლის უნარზე აკონტროლოს ემოციები.

თეგები: ,


Back to Top ↑