სტატიები

Published on: 09 November 2015

Range Rover Evoque კაბრიოლეტად იქცა

Land Rover -მა როგორც იქნა საბოლოდ გაასაჯაროვა Range Rover Evoque -ს  სერიული ვერსია, რომლის კონცეპტი ჯერ კიდევ 2012 წელს ვიხილეთ. კროსოვერმა მიიღო რბილი სახურავი და კაბრიოლეტის შესაფერისი განახლებების ნაკრები, ხოლო ბაზარზე შემდეგი წლის შუა პერიოდში გამოვა.

კაბრიოლეტის გაფორმების შეფასების საშუალებას გაძლევთ ქვემოთ მოყვანილი ფოტოების საშუალებით, აქ კი დავწერთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალების შესახებ – ავტომობილის სახურავი შესრულებულია Z ფორმის კონფიგურაციით და იკეცება სულ რაღაც 18 წამში, ხოლო საწინააღმდეგო პროცესს სჭირდება სამი წამით მეტი. ( მუშაობს 48 კმ/სთ სიჩქარემდე). ავტომობილის სახურავი იმალება უკანა სავრძლების უკან და არ იკავებს მოცულობას საბარგულში, რომელიც შეადგენს მხოლოდ 251 ლიტრს.

 

თავის-თავად გათვილია ავტომობილის ამოყირავების შემთხვევაში მგზავრების დაცვის სისტემა. საუბარი მიდის ორ  ალუმინის საყრდენებზე უკანა ნაწილში, რომლებიც საფრთხის შემთხვევაში 90 მილიწამში  ამოისტყორცნებიან. ასევე უნდა აღინიშნოს საფირმო სრულამძრავიანობა, რომელიც იმართება Terrain Response ელექტრონიკით. ასევე მულტიმედიური სისტემა InControl Touch Pro, რომელშიც შედის 10,2 დიუმიანი სენსორული დისპლეი.

1963 კგ წონის ავტომობილის გადაადგილებაზე იზრუნებენ ბენზინისა და დიზელის ოთხ ცილინდრიანი ძრავები Ingenium -ის ოჯახიდან, რომელთა სიმძლავრეებიც შესაბამისად იქნება 240 და 180 ცხენის ძალები. ისინი პარალერულად იმუშავებენს 9 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფ ZF -სთან. ცნობილია, რომ ავტომობილის ფასი აშშ -ში დაიწყება $50 500 -დან. ანუ დაახლოებით 10 000 -ით მეტი, ვიდრე კროსოვერის სტანდარტული ვარიანტი.




თეგები: , , , , , , ,


Back to Top ↑