სტატიები

Published on: 20 March 2017

რამხელა მოგებას ნახულობს Porsche თითოეული გაყიდული ავტომობილიდან?

ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენს შოულობენ ავტომწარმოებლები თითოეული გაყიდული ავტომობილიდან? ამერიკულმა სააგენტო Bloomberg -მა ამასთან დაკავშირებით კვლევები ჩაატარა.

მაგალითად, Porsche-მ, რომელმაც გასულ წელს 238 ათასი ავტომობილი გაყიდა, 4,1 მლრდ ამერიკული დოლარი მოგება ნახა. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ავტომობილიდან კომანიამ 17 250 დოლარი მოგება ნახა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს პირობითი ციფრებია, რადგან საავტომობილო კომპანიის შემოსავალი მარტო გაყიდული ავტომობილით არ შემოიფარგლება. არის კიდევ სათადარიგო ნაწილები, სერვისი, საინჟინრო ნაშრომები და მრავალი სხვა. თუმცა ამავდროულად ავტომობილები არიან მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა.

გერმანული პრემიუმ კლასის სხვა მწარმოებლებსაც არ აქვთ ცუდი მაჩვენებელი შემოსავლების მხრივ. Daimler AG -მ ყოველი გაყიდული “მერსედესიდან” შარშან 5000 დოლარი მოგება ნახა, დაახლოებით ამდენივე BMW -მ.

Ferrari -ს ამ საქმეში კონკურენტი არ ჰყავს. 90 000 დოლარი ერთი ავტომობილიდან. აქვე Bloomberg -ი აღნიშნავს, რომ Ferrari -ს შემოსავლების 30% ძრავების, აქსესუარების და სხვა ნივთების გაყიდვიდან შედგება. არ უნდა გამოგვრჩეს არც გასართობი პარკები.

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑