რა მარკის ავტომობილებს ეძებენ ყველაზე მეტად ინტერნეტში
დრაივერი წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელ საავტომობილო მარკებს ეძებენ ინტერნეტში ყველაზე მეტად ქვეყნების მიხედვით. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი არის BMW.
ჩინელების უმეტესი ნაწილი ინტერნეტში Tesla -ს ეძებს.
ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მოთხოვნადი არის Toyota.
შტატების მიხედვით სიტუაცია განსხვავებულია: ჩრდილოეთით ლიდერობს Ford -ი, ხოლო შუაში Subaru.
Fiat -ი დიდი პოპულარულობით სარგებლობს ბრაზილიაში, რაც გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით,რომ იტალიელებს იქ ორი ქარხანა აქვთ.
ევროპაში ლიდერობენ გერმანელები, რაც გასაკვირი არ არის. განსაკუთრებით BMW.
ავღნიშნავთ, რომ მაგალითისთვის თუ ეძებენ Toyota -ს აუცილებელი არაა ყველა მას ყიდულობდეს. ბანგლადეშში მაგალითად ხშირად ეძებენ Lamborghini -ს, მაგრამ ძალიან იშვიათად თუ იქ მას შეხვდებიან.