სტატიები

Published on: 26 June 2019

ქართული ელექტრომობილების დიზაინს ზვიად ციკოლია შექმნის

ქართული ელექტრომობილების დიზაინზე ზვიად ციკოლია იმუშავებს. როგორც მან „მარკეტერთან“ საუბარში აღნიშნა, ყველა დეტალი უახლოეს მომავალში, „აი გრუპის“ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

ეს კომპანია გამოუშვებს ქართული ბრენდის ქვეშ პირველ ელექტრომობილს, რომლის დიზაინსაც სწორედ  ზვიად ციკოლია შექმნის.

„ახლა მიმდინარეობს წინასწარი, მოსამზადებელი სამუშაოები. დიზაინამდე ბევრი სხვა ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს პროცესი რომ დასრულდება, დავიწყებთ უშუალოდ დიზაინზე მუშაობას. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, ყველა სხვა დეტალი პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი“, – ამბობს ზვიად ციკოლია.

წყარო: Marketere.ge

თეგები: , ,


Back to Top ↑