სტატიები

Published on: 12 July 2018

ქალმა შემთხვევით ავტომობილი გაიტაცა და 2 კვირის განმავლობაში ეს ვერ შეამჩნია

კანადაში პოლიციას მიმართა ერთ-ერთი ავტოგაქირავების კომპანიის მენეჯერმა, რომელმაც სამართალდამცავებს აცნობა, რომ მოხუცმა ქალბატონმა მათ Infiniti QX50 დაუბრუნა. საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ პენსიონერს ეს ავტომობილი არ უქირავებია.

მას შემდეგ რაც პოლიცია ქალბატონსა და კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა გაირკვა, რომ პენსიონერმა მართლაც იქირავა ავტომობილი, მაგრამ ეს იყო სედანი Nissan Sentra. მოხუცის თქმით, ორი კვირის წინ ნაქირავები ავტომობილით ის  სუპერმარკეტს ეწვია, იქიდან გამოსული ჩაჯდა, როგორც მას ეგონა, თავის ავტომობილში და წავიდა.

აღმოჩნდა, რომ ქალმა სხვისი ავტომობილით წასვლა მეტწილად Infiniti-ს მძღოლის დაბნეულობის გამო შეძლო. ორივე ავტომობილი აღჭურვილი იყო ძრავის ღილაკით დაქოქვის სიტემით, მამაკაცს კი შემთხვევით მანქანაში ეს “ღილაკი” დარჩა. ყველაფერთან ერთად Nissan Sentra მთელი ამ დროის განმავლობაში სუპერმარკეტის პარკინგზე იდგა.

საბოლოო ჯამში პოლიციამ მოხუც ქალბატონს რაიმე ბრალდება არ წარუდგინა, რადგან ჩათვალეს, რომ ეს არ იყო განზრახ ჩადენილი მოქმედება. სიტუაციას იუმორის თვალით შეხედა “გატაცებული” Infiniti-ს მფლობელმაც.


Back to Top ↑