Startaperi

სტატიები

Published on: 20 May 2019

ქალაქი, სადაც ძალიან უყვართ “მერსედესი”

ხორვატიის პატარა ქალაქის იმოტსკის მოსახლეობა გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას აპირებს. ქალაქში დარეგისტრირებული ავტომობილების ნახევარზე მეტი (სულ 16 000) Mercedes-Benz-ის მარკისაა. ქალაქის მოსახლეობა გერმანული ავტომობილით არის შეპყრობილი, ისინი გეგმავენ არამარტო გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას, ასევე ქალაქში “მერსედესის” ძეგლის დადგმასაც.

Mercedes-Benz-ის ასეთი პოპულარულობა მარტივად აიხსნება: თავის დროსა ქალაქის მოსახლეობა აქტიურად მიემგზავრებოდნენ გერმანიაში სამუშაოდ, რათა ოჯახები გამოეკვებათ. ადგილობრივებში პრესტიჟის მაღალ საფეხურად ითვლებოდა, თუ უკან “მერსედესის” ავტომობილით დაბრუნდებოდნენ.

აქტივისტების თქმით, რომლებიც ძეგლის დადგმის ინიციატორები არიან, იმოტსკის ზოგიერთი მცხოვრების ავტოფარეხში “მერსედესის” ათობით სხვადასხვა მოდელია – უმეტესობა მათგანი 1960-70-იან წლებშია გამოშვებული. ცნობილია, რომ ძეგლი Mercedes-Benz W115-ის მიხედვით იქნება შექმნილი. ის $67 ათასად არის შეფასებული.

თეგები:


Back to Top ↑