სტატიები

Published on: 25 March 2017

Porsche თანამშრომლებს 9111 ევროთი დაასაჩუქრებს

9111 ევრო დაგვეთანხმებით საკმაოდ სოლიდური თანხაა გერმანიისთვისაც კი, სადაც ცხოვრების დონე, ევროპის საშუალო მაჩვენებელზე საგრძნობლად მაღალია. ამ მოცულობის პრემიას Porsche AG -ს 21 ათასი თანამშრომელი მიიღებს, ამასთან ცნობილია, რომ 2016 წელს კომპანიის თანამშრომელთა რიცხვი 13% -ით 27 612 ადამიანამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგი პრემიის გარეშე დარჩება.

პრემიის მოცულობა სპეციალურად იქნა “დამრგვალებული” სიმბოლურ ციფრამდე, რომელიც საკულტო 911 -ზე მიუთითებს.

გასულ წელს Porsche -მ 237 778 ავტომობილი გაყიდა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 6% -ით მეტია. შემოსავლებმა 22,3 მლრდ ევროს მიაღწია, სუფთა მოგებამ კი 3,9 მლრდ ევრო შეადგინა. იმის მიუხედავად, რომ კონცერნ Volkswagen -ს დიზელგეითის გამო ახლა საუკეთესო პერიოდი არ აქვს, Porsche -ს ხელმძღვანელობამ მაინც გადაწყვიტა, რომ თანამშრომლების შრომა დაეფასებინა.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑