Startaperi

სტატიები

Published on: 09 June 2018

Porsche-ს საჩუქარი საკუთარ იუბილეზე და კომპანის პირველი სერიული ელექტროქარი

კომპანია Porsche-მ თავისი 70 წლის იუბიელესთვის საჩუქარი მოამზადა – კაბრიოლეტი Porsche 911 Speedster-ი. ავტომობილი ჯერ კონცეპტუალურია და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მცირე სერიით გამოვა. 911 Speedster-ი გახლავთ გარეგნობა შეცვლილი Porsche 911 Carrera 4.

სრულფასოვანი სახურავი ავტომობილს არ გააჩნია, ცუდი ამინდის შემთხვევაში ხელით ხდება სახურავის გადაფარება, რომელიც საქარე მინის ჩარჩოზე მაგრდება.

ავტომობილის “გული” Porsche 911 GT3-ის ოთხლიტრიანი ატმოსფერული ძრავა იქნება, რომელიც გამოიმუშავებს 500 ცხ.ძ.-ს. დინამიური მახასიათებლები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ, ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, Porsche 911 Speedster-ს ხისტი ხასიათი უნდა ჰქონდეს.

ასევე ცონობილი გახდა, რომ Porsche-ს პირველ ელექტროქარს Taycan-ი ერქმევა. ეს იქნება კონცეპტ Mission E-ს სერიული ვერსია

“ჩვენი ახალი ელექტრონული სპორტული ავტომობილი გამძლე და საიმედოა” – ასეთი კომენტარი გააკეთა Porsche-ს ხელმძღვანელმა ოლივერ ბლიუმმა.

შეგახსენებთ, რომ Mission E პირველად 2015 წელს იქნა ნაჩვენები. მას შემდეგ მოდელზე სიახლეები არც თუ ისე ბევრი იყო.

Porsche Taycan-მა ისევე როგორც Mission E-მ მიიღო ორი ელექტრონული ძრავა, რომელთა საერთო სიმძლავრე 600 ცხ.ძ.-ზე მეტია. ავტომობილს 0-96 კმ/სთ აჩქარების გაკეთება 3,5 წამში შეუძლია და ერთ დამუხტვაზე 480 კმ-ს გადის.

თეგები: , , ,


Back to Top ↑