სტატიები

Published on: 25 July 2018

Porsche-მ განახლებული მაკანი წარმოადგინა

კომპანია Porsche-მ შანხაიში განახლებული კროსოვერი Macan-ი წარმოადგინა. წინამორბედისან ახალი ვერსია განსხვავდება ძარის გადამუშავებული წინა ნაწილით, რომელიც ახლა უფრო ფართოდ გამოიყურება, ასევე უკანა ფარებს შორის არსებული სამგანზომილებიანი შუქდიოდური ზოლით.

განახლებული მოდელის ინტერიერში გამოჩნდა 11 დიუმიანი სენსორული დისპლეი. ასევე შეიცვალა დეფლექტორების დიზაინი და განლაგება. ამასთან ერთად კროსოვერია აღიჭურვა 911-ის საჭით. ყველაფერთან ერთად მწარმოებელმა გააფართოვა აღჭურვილობის ასორტიმენტი და ჩამონათვალში დაამატა საცობში მოძრაობის დამხმარე სისტემა, ჰაერის იონიზატორი და წინა საქარე მინის გათბობა.

განახლებული Macan-ის ძრავების ტექნიკური მახასიათებლები ოფიციალურ რელიზში ჯერ არ ხმაურდება.

 

თეგები: ,


Back to Top ↑