სტატიები

Published on: 24 September 2018

Porsche-მ დიზელის ძრავებზე უარი განაცხადა

Porsche-მ თავის საიტზე გამოავეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია უარს ამბობს მომავალში დიზელის ძრავების გამოყენებაზე. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ Porsche-ს სამოდელო ხაზში ასეთი ძრვები თებერვლის თვიდან არ გამოიყენება.

“Porsche არ ცდილობს დიზელის საწვავის “დემონიზაციას”. ის არის და იქნება მნიშვნელოვანი ტექნოლოგია. თუმცა ჩვენთვის, როგორც სპორტული ავტომობილის მწარმოებისთვის, დიზელი ყოველთვის მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი მომავალი დიზელის ძრავის გარეშე იქნება” – წერია Porsche AG-ს გენერალური დირექტორის ოლივერ ბლიუმის განცხადებაში.

2025 წლისთვის Porsche-ს ყოველი მეორე ავტომობილი  ჰიბრიდული ან ელექტრონული იქნება. კომპანიის პირველი სრულიად ელექტრონული მოდელი იქნება სპორტქარი Taycan-ი. ცნობილია, რომ ავტომობილი ორ ელექტრონულ ძრავას მიიღებს საერტო სიმძლავრით 600 ცხ.ძ.

თეგები: ,


Back to Top ↑