სტატიები

Published on: 29 October 2015

Porsche -მ ახალი სპორტული კროსოვერი წარმოადგინა

ტოკიოს ავტოშოუზე Porsche -მ წარმოადგინა კროსოვერი Macan GTS -ი. Porsche -ს ვერსიით GTS -ი ნიშნავს Gran Turismo Sports -ს. Sport -ზე პასუხს აგებს 360 ცხ.ძ. -ისა და 500 ნმ ბრუნვითი მომენტის მქონე ორი ლიტრი მოცულობის ექვს ცილინდრიანი ძრავა. ანუ ახალ მოდელს Porsche Macan S -თან შედარებით 20 ცხ.ძ. -ითა და 40 ნმ -ით მეტი სიმძლავრე აქვს. ამიტომ 0-100 კმ/სთ აჩქარებას 0.2 წმ -ით სწრაფად აკეთებს – 5,2 წმ -ში. დამატებითი პაკეტის Sport Chrono -ს შეკვეთის შემთხვევაში Macan GTS -ი 0-100 კმ/სთ აჩქარებას აკეთებს 5 წამში. მაქსიმალური სიჩქარე 256 კმ/სთ.

ავტომობილის სავარძლები და სალონის ელემენტები ახალ მოდელში მოპირკეთებულია ალკანტარით. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის “ჭკვიანი” შუქდიოდური ფარები PDLS Plus -ი, ახალი მულტიმედიური კომპლექსი PCM – 8 დიუმიანი ეკრანით, სმარტფონებით კომუნიკაციის გაფართოებული შესალებლობები, RS Spyder -ის 20 დიუმიანი დისკები და მრავალი სხვა.

 

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑