სტატიები

Published on: 02 December 2018

პირველი “ფორსაჟის” Jetta არავის არ სჭირდება

Luxury Auto Collection Scottsdale-ის ავტო სალონში უკვე მეორე თვეა, რაც გასაყიდად მსოფლიოში ცნობილი, 1995 წლის Volkswagen Jetta გამოიყვანეს. დიახ, ეს ის ავტომობილია რომელიც “ფორსაჟის” პირველ ნაწილში ნახეთ.
ავტომობილს უყენია Wings West-ის “ობვესი”, ხოლო უკანა სპოილერი და ბორბლის დისკები კომპანია KONG-ისგანაა. ავტომობილის სალონი აღჭურვილია მულტიმედიური სისტემით, რომელზეც Playstation 2 არის დაკავშირებული. რა ცვლილებები განიცადა სტანდარტულმა 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავამ უცნობია. ავტომობილის უკანა ფრთაზე დატანებულია პოლ უოკერის ავტოგრაფი.
ფილმის გამოსვლის შემდეგ ავტომობილი მსახიობმა და კასკადიორმა ფრენკი მუნიზმა 100 000 დოლარად შეიძინა. 2016 წელს ავტომობილი Barrett-Jackso-ის აუქციონზე $46,200-ად გაიყიდა. ახლა მასში $99,900-ს ითხოვენ.


Back to Top ↑