სტატიები

Published on: 04 November 2018

პარიზში ავტობუსის მძღოლმა ხალხი ჩამოსხა, რათა შშმ პირს შეძლებოდა დაჯდომა

პარიზში ავტობუსის მძღოლმა მთელი თავისი მგზავრები ჩამოსხა მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს გაწეულიყვნენ და გზა დაეთმოთ უნარშეზღუდულის სავარძლით მოსარგებლე მამაკაცისთვის. სოციალურ ქსელში მძღოლს უკვე გმირი უწოდეს.

პარიზელ ფრანსუა ლე ბერს, რომელიც გაფანტული სკლეროზით არის დაავადებული და იძულებულია გადაადგილდეს უნარშეზღუდულის სავარძლით, ქალაქის ერთ-ერთ გაჩერებაზე ავტობუსში ასვლა უნდოდა, მაგამ მგზავრთაგან არცერთი არ გამოთქვამდა სურვილს დაეთმო ადგილი მისთვის. ამის დანახვაზე მძღოლმა სთხოვა მგზავრებს დაეტოვებინათ ავტობუსი, შემდეგ ფრანსუა ბერნანს შესთავაზა დაეკავებინა ადგილი, დაკეტა კარები და განაგრძო გზა.

“გუშინ, როდესაც მე ვცდილობდი ავტობუსში ჩაჯდომას, არავინ გამოთქვა სურვილი ჩაწეულიყო, რათა ჩემთვის გაენთავისუფლებინათ ადგილი. რადგან არვინ ჩაიწია, მძღოლი წამოდგა და თქვა “მორჩა, ავტობუსი მეტს აღარ წავა, ჩაბრძანდით!”ამის შემდეგ ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: ამობრძანდით, სხვები კი მომდევნო ავტობუს დაელოდებიან” – წერს ფრანსუა თავის სოციალურ გვერდზე.

Arrêt de bus 16h16Hier en attendant le bus à Paris, j'ai rigolé; car personne ne voulait se pousser. Comme personne ne…

Gepostet von François Le Berre am Freitag, 19. Oktober 2018


Back to Top ↑