ვიდეო

Published on: 20 February 2015

Nand Logic -მა გამოიგონა მომავლის ჩაფხუტი

კომპანია Nand Logic -ი ამ წელს გეგმავს ბაზარზე გამოუშვას მაღალტექნოლოგიური ჩაფხუტი, რომელიც შეიცავს ათეულობით დამცავ, ინფორმაციულ და გასართობ ფუნქციას. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტმა გაამართლა, ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია ჩაფხუტების წარმოებაში. აქამდე თუ მსგავსი მცირესერიული მოწყობილობები იყო ხელმისაწვდომი, ისინი ფასობდნენ როგორც კარგი მოტოციკლი, ხოლო Nand Logic შეეცდება ფასის რეგულირებას 500 დოლარის ფარგლებში.

მაშ ასე, რას შეუძლია ახალ ჩაფხუტს? თითქმის ყველაფერი, რაც შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ. მას აქვს ფარები, სამუხრუჭე სიგნალები, ჰაერის ნაკადისგან დასაცავი თანამედროვე სისტემა, ორი HD კამერა, რომლებიც მიმართულია წინ და უკან. ამასთან ისინი არამარტო აფიქსირებენ ყველაფერს რაც ხდება გარშემო, არამეტ ასევე ისინი აღჭურვილია ობიექტების ამოცნობის სისტემით, ასე რომ საფრთხის შემთხვევაში ჩამონტაჟებული ყურსასმენების მეშვეობით მძღოლი გაიგებს გამაფრთხილებელ სიგნალს.

რათქმაუნდა ჩაფხუტი ასევე აღჭურვილია მიკროფონით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ფუნქიცების მართვა. ასევე Blutooth -ი სმარტფონთან დასაკავშირებლად და ნავიგატორი. უფრო მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ვიდეო:

თეგები: ,


Back to Top ↑