სტატიები

Published on: 18 November 2019

Mustang-ის კროსოვერი ოფიციალურად იქნა წარმოდგენილი

ახალი ამერიკული ავტომობილის, სახელწოდებით Mach-E , პრემიერა გაიმათა ლოს-ანჯელესში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე. ავტომობილი აწყობილია პლატფორმა Global Electrified 2-ზე (GE2) აიწყობა, რომელიც C2-ის არქიტექტურის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს. საბაზისო ვერსიები უკანა ამძრავით ხელმისაწვდომი იქნება 255 და 282 ცხენის ძალის მქონე ვერსიებთ. უფრო ძლიერი მოდიფიკაცია სრული ამძრავით აღიჭურვება 332 ცხენის ძალის მქონე აგრეგატით. მოგვიანებით ასევე წარადგენენ GT Performance ვერსიასაც, რომელიც 459 ცხენის ძალის მქონე ელექტრონული სისტემით აღიჭურვება. ასეთი მოდიფიკაცია კროსოვერს საშუალებას მისცემს 0-100 კმ/სთ აჩქარება 3,5 წამში გააკეთოს.

ავტომობილი ერთ სრულ დამუხტვაზე 340-დან 600 კილომეტრამდე მანძილის დაფარვას შეძლებს. ასევე აღიჭურვება სწრაფი დატენვის ფუნქციითაც, რომლის საშუალებით 80%-ს ავტომობილი 38 წუთში დაიტენება.

 

თეგები: ,


Back to Top ↑