მსოფლიოს ქალაქები, რომლებშიც ყველაზე დიდი საცობებია
აღმოჩნდა, რომ დიდ ქალაქებში მძღოლები საცობში წელიწადში დაახლოებით 32 საათს ატარებენ. აღნიშნულთად დაკავშირებით მსოფლიოს 38 ქვეყნის 1064 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა კვლევა. მაგალითად ლოს-ანჯელესში მძღოლები წელიწადში საშუალოდ 104 საათს ატარებენ საცობში. ხოლო მოსკოვში, რომელიც მეორე ადგილზეა – 91,4 საათს. მესამე ადგილზე ნიუ-იორკია (89,4 სთ), ხოლო მას მოყვება სან-ფრანცისკო (82,6 სთ).