სტატიები

Published on: 12 September 2015

მრბოლელმა Ford Mustang -ით ვირტუალურ რეალობაში გაისეირნა [Video]

Castroil -ის სპეციალისტებმა, ვირტუალური რეალობის სათვალეების – Oculus Rift -ისა და GPS გადამცემების საშუალებით, Ford Mustang -ი ვირტუალურ რეალობაში გადაიყვანეს.

“ფორმულა დრიფტ” -ის მრბოლელმა მეთ პაუერსმა გამოგონება რეალურ გზაზე გამოსცადა. ავტომობილის მსვლელობის დროს პილოტი მხოლოდ ვირტუალურ ლანდშაფტს ხედავდა. იგი არ ხედავდა მის გარშემო არსებულ რეალობას  და სრულიად ჩართული იყო სამგაზომილებიან ვირტუალურ სამყაროში.

მონაცემები ფიქსირდებოდა სხვადასხვა გადამცემებისა და აქსელომეტრების საშუალებით. “ჩემს კარიერაში ამაზე დაუჯერებელი და აღმაფრთოვანებელი არაფერი ყოფილა – განაცხადა მეთმა Virtual Drift -ის გასვლის შემდეგ – გასაოცარია მარტო არა ის, რომ მე პირადად გამოვცადე მომავალი თაობის ვიდეო თამაშების ტექნოლოგია, არამედ ისიც, რომ თუ როგორ ფანტასტიკურ შესაძლებლობებს ხსნის ეს გამოგონება ავტორბოლების მომავლისთვის”.

თეგები: , , , , , ,


Back to Top ↑