ვიდეო

Published on: 07 September 2018

“მოსიყვარულე” მამამ შვილი საბარგულს მიაბა

თურქეთის დედაქალაქ ანკარის გზაზე თვითმხილველებმა გადაიღეს ვიდეო რგოლი თუ როგორ გადაჰყავდა მამაკაცს საბარგულზე მიბმული მცირეწლოვანი გოგონა. როგორც აღმოჩნდა ეს მამაკაცმა თავისი შვილის თხოვნით გააკეთა, რომელიც მას რამოდენიმე თვის განმავლობაში ეხვეწებოდა ამის გაკეთებას. უნდა აღინიშნოს, რომ გოგონა ამ პროცესით კმაყოფილი იყო.  თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ეს უცნაური ოჯახი დააკავა.

ბავშვი საბარგულზე ველოსიპედის სამაგრით იყო მიბმული, რომელიც 150 კილოს უძლებს და მას საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი შემაშფოთებლად გამოიყურება.


Back to Top ↑