სტატიები

Published on: 07 March 2018

მომავალი არის აქ! – Cadillac-ის შთამბეჭდავი მუსიკალური ვიდეორგოლები

Cadillac-ის შიდა სამზარეულოში სერიოზული ცვლილებებია. კომპანიამ გადაწყვიტა უფრო აქტიური იყოს, როგორც გაყიდვებში, ასევე რეკლამაშიც. ბრენდმა ამ კუთხით პირველი ნაბიჯები სამი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის გამოშვებით და ოსკარის ცერემონიის სპონსორობით გადადგა. წლის მნიშვნელოვანი კინო მოვლენის მიმდინარეობისას საზოგადოებამ ახალი XT4 მთელი თავისი ხიბლით იხილა. Cadillac-ის შთამბეჭდავი მუსიკალური ვიდეოების წყალობით, ავტომობილი უკვე იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელად.



Back to Top ↑