სტატიები

Published on: 01 October 2015

Mitsubishi Lancer -მა რესტაილინგი განიცადა

2016 სამოდელო წლის Mitsubishi Lancer -მა მიიღო ახალი წინა ბამპერი. ასევე შეიცვალა რადიატორის ჩარჩოს დიზაინი, ხოლო ფერთა პალიტრაში გამოჩნდა ახალი ფერები: Diamond White Pear -ი (“თეთრი ბრილიანტი”) და Alloy Silver -ი.

სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის: ფარების ავტომატური ჩართვა/გამორთვის ფუნქცია, ინტეგრირებული ციმციმების უკანა ხედვის გვერდითა სარკეების გამათბობელი, კუზაოს ფერის სახელურები, შუქდიოდის დღის განათება და სხვა.

2016 წლის ახალ Lancer -ის სალონში ნახავთ ახალ მულტიმედიურ სისტემას, ასევე მოპირკეთების მატერიალების ახალ ვარიანტებს. ბაზურ აღჭურვილობაში შედის: საინფორმაციო-გასართობი სისტემის ფერადი დისპლეი, მძღოლის სავარძელი, რომლის დარეგულირება შეიძლება ექვს მდგომარეობაში, მულტიფუნქციური საჭე, ავტომატური კლიმატ კონტროლი და შუშის ელექტრო ამწევების სრული კომპლექტი.

უსაფრთხოების ბალიშების რაოდენობა გაიზარდა შვიდამდე. ასევე ბაზურ ვერსიაში არის მუხრუჭების ანტიბლოკირებადი სისტემა სამუხრუჭე ძალის გამანაწილებლითა და საბურავებში წნევის კონტროლის სისტემა.

ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება ძრავის ორი ვერსიით. პირველი – ორლიტრიანი ძრავა 148 ცხ.ძ. -ის მქონე სიმძლავრით. იგი შედის საწყის კომპლექტაციაში და იმუშავებს, როგორც ხუთსაფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან, ასევე ვარიატორთან.

168 ცხენის ძალის მქონე ძრავისთვის განკუთვნილი იქნება მხოლოდ CVT გადაცემათა კოლოფი. ამ ძრავით აღიჭურვება ES,SE SEL ვერსიები – ავტომობილებისთვის ხელმისაწვდომია სრულამძრავიანობის სისტემა.

ყველაზე ხელმისაწვდომი Mitsubishi Lancer 2016 -ის ფასი იწყება 17 595$ -დან.

თეგები: ,


Back to Top ↑