სტატიები

Published on: 28 November 2018

“მფრინავი” DeLorean-ის მორიგი რეპლიკა “უკან მომავლიდან”

საკულტო DeLorean MC-12-ის ასლი Ebay-ზე იყიდება. ავტომობილი მართალია ვიზუალურად ბევრ რამეში განსხვავდება, მაგრამ გამოვიდა ფუნქციონალური. უხეშად, რომ ვთქვათ, ეს ავტომობილიც არ არის, არამედ სატრანსპორტო საშუალება საჰაერო ბალიშებზე, რომელიც MC-12-ს ჰგავს. ის ზედაპირიდან 10 სანტიმეტრს სიმაღლეზე ადის და შეუძლია გადაადგილდეს როგრც წყალზე, ასევე ხმელეთზეც. ის აწყობილია მსუბუქი, მაგრამ მყარი პოლისტირონისგან.
DeLorean-ი მოძრაობაში მოჰყავს Briggs&Stratton-ის ორ ძრავას. პირველი (23ცხ.ძ.) უზრუნველყოფს ჰორიზონტალურად გადაადგილებას, ხოლო მეორე ზედაპირიდან საჰაერო ბალიშით “მოწყვეტას”.
ეს ავტომობილი Ebay-ზე 45 000 დოლარად იყიდება. აღწერის მიხედვით მისი შემქმნელი მასზე 2008 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა.

თეგები: ,


Back to Top ↑