სტატიები

Published on: 13 November 2018

Mercedes-მა ახლი მოდელის გამოშვება დაიწყო, რომელსაც მხოლოდ რჩეულებს მიჰყიდის

Mercedes-Benz-მა ახალი სერიული კროსოვერი GLC FCell-ი წარმოადგინა, რომელიც GLC-ის ბაზაზე არის აწყობილი. შეგახსენებთ, რომ ავტომობილის საჯარო ჩვენება ჯერ კიდევ შარშან, რანკფურტის ავტოსალონში შედგა. მაშინ წარმოდგენილ ნიმუშთან შედარებით მოდელმა ცვლილებები არ განიცადა.

გავრცელდა ინფორმაცია,რომ ავტომობილს მხოლოდ რჩეულ კლიენტებს შესთავაზებენ და ისიც ქირით. რატომ არჩიეს კომპანიაში ასეთი გზა? პასუხი ძალიან მარტივია, ევროპაში ჯერ ძალიან ცოტა სადგურია, სადაც წყალბადზე მომუშავე ავტომობილების დამუხტვა შეიძლება, შესაბამისად ავტომობილზე მოთხოვნაც მცირეა. ავტომობილის ძალური აგრეგატის სიმძლავრე 200 ცხ.ძ.-ს. შეადგენს და მას სულ რაღაც 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

თეგები: , ,


Back to Top ↑