სტატიები

Published on: 30 December 2015

Mercedes-Benz -ში “ღამის” SLC გააკეთეს

ახალმა Mercedes-Benz SLC -მ (სახელ შეცვლილი SLK) უკვე მიიღო რამოდენიმე კოსმეტიკური განახლება – როდსტერს ტრადიციული Night Package დაუმატეს. მსგავსი განახლება მოუმზადეს მოდელის თითქმის ყველა ვერსიას, AMG ვარიანტის ჩათვლით.

“ჩვეულებრივ” SLC -ებს შეუძლიათ დაიკვეხნონ შავ ქრომში გადაწყვეტილი რადიატორის ჩარჩოებით, 18 დიუმიანი დისკებით, ასევე შავ ქრომში გადაწყვეტილი გამოსაბოლქვი სისტემის მილებითა და ა.შ.

ყველაფერ ამის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია. ავტომობილის გაყიდვები დაიწყება იანვრის შუა რიცხვებში. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ სახელ შეცვლილი SLK ასევე შეიცვალა გარეგნულადაც. ავტომობილმა მიიღო შუქდიოდური ოპტიკა, ახალი ძრავების გამა, 9 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და რეჟიმის არჩევის სისტემა Dynamic Select -ი.

image-64f2dec0-980x550

თეგები: , , ,


Back to Top ↑