სტატიები

Published on: 26 December 2015

Mercedes-Benz SEC -ი AMG -სგან აუქციონზე გაიყიდება

არიზონაში, 28 და 29 იანვარს მოეწყობა RM Sothbey’s აუქციონი. სადაც გაიყიდება 80-90-იან წლებში AMG -ის მიერ გამოშვებული 6,0 ლიტრი მოცულობის Mercedes-Benz SEC -ი.

შეგახსენებთ, რომ ასეთი ავტომობილი AMG -იმ სულ რამოდენიმე ათეული გამოუშვა (არაუმეტესი 50 ერთეულისა). არსებობს ჭორები იმის შესახებაც, რომ AMG ამ მოდელის რამოდენიმე ასეული ტირაჟით გამოშვებას აპირებდა. ამ კონკრეტული ავტომობილის მფლობელი არის იაპონელი კოლექციონერი.

ავტომობილის კაპოტ ქვეშ თუ ჩავიხედავთ მივხვდებით, რომ ახლა ასე მხოლოდ Brabus -ში თუ ერთობიან. 5,6 ლიტრი მოცულობის V8 ძრავა AMG -ში 6,0 ლიტრამდე და 385 ცხენის ძალამდე გაზარდეს. ამ ყველაფერს უმკლავდება 5 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და გაძლიერებული მუხრუჭები. 0-100 კმ/სთ აჩქარებას ეს მოზრდილი კუპე აკეთებს 6 წმ -ში.

 

 

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑