Startaperi

სტატიები

Published on: 16 April 2019

Mercedes-Benz-მა შანხაის ავტოსალონზე ახალი კონცეპტი GLB წარმოადგინა

Mercedes-Benz-მა შანხაის ავტოსალონზე საკმაოდ საინტერესო კონცეპტი წარმოადგინა, რომლის ყიდვაც მალე იქნება შესაძლებელი. GLB – ასე უწოდეს ამ ახალ ყველგანმავალს, რომელიც GLA-სა და GLC-ს შორის დაიკავებს ნიშას, რომელში ასევე შედის GLE,GLS-ი და G-კლასი.

ავტომობილი აწყობილია A-კლასის პლაფტომრაზე. მისი სალონის ხელსაწყოთა პანელი მოწყობილია ისე როგორც  A და B კლასების. ეს იმას ნიშნავს, რომ GLB-ს სალონშიც შევხვდებით საინფორმაციო-გაართობ სისტემა MBUX-ს.

რაც შეეხება მის “ყველგანმავლის” მახასიათებლებს – მაშინ აქ არ უნდა ვიმსჯელოთ კონცეპტის ვიზუალით, რადგან ეს მხოლოდ შოუქარია ავტოსალონისთვის. სინამდვილეში GLB-ს სერიული ვერსია გარეგნულად უფრო “რბილი”იქნება.

კონცეპტი აღჭურვილია 2,0 ლიტრი მოცულობის ტურბინირებული ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს  225 ცხენის ძალას.სავარაუდოდ ეს ძრავა დარჩება და მას ასევე ბენზინის და დიზელის სხვა ვერსიებიც დაემატება.

თეგები: ,


Back to Top ↑