Startaperi

სტატიები

Published on: 06 August 2018

მძღოლს, რომელმაც ავტომობილი 3 საათით იქირავა, $50 000-ის ჯარიმები მიუვიდა

ბრიტანელმა ტურისტმა დუბაიში Lamborghini იქირავა და ქალაქში სასეირნოდ წავიდა. სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ ტურისტს ეს სიამოვნება $47 600 დაუჯდა. ამ თანხიდან ბრიტანელს დაახლოებით $19 000-ის გადახდა ჯარიმებში მოუწევს, ხოლო $28 600 კი ჩამორთმეული ავტომობილის უკან  დაბრუნების საფასურია.

Lamborghini-ის საჭესთან მჯდომმა მამაკაცმა სიჩქარეს 33-ჯერ გადააჭარბა. ის დააკავეს მაშინ, როდესაც ის 240 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ამ დროს კი მოძრაობის ლიმიტი ორჯერ ნაკლები იყო.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑