სტატიები

Published on: 28 October 2015

Mazda -მ გადაწყვიტა დაუბრუნდეს როტორულ ძრავებს

ისევ როტორული ძრავები – ჯერ კიდევ არც ისე დიდი ხნის წინ დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Mazda -ს ინჟინერებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მსგავს ძალურ აგრეგატებზე.

უკვე დიდი ხანია, რაც Mazda ითვლება მსოფლიოში ერთადერთ კომპანიად, რომელმაც უარი არ თქვა როტორულ ძრავებზე. თითქმის ყველასთვის გასაგებია, რომ ტრადიციული განლაგების თანამედროვე ძრავები გაცილებით მძლავრები, საიმედოები, საწარმოებლად იაფები და ეკოლოგიურად უფრო სუფთები არიან. მაგრამ Mazda კვლავ როტორულ ძრავებს ეჭიდება.

რა გამოარჩევს როტორულ ძრავას? – აქ არ არის დგუშები, რომლებიც ზემოთ-ქვემოთ მოძრაობენ. მათ ადგილას არის სამკუთხა-როტორი, რომელიც სწრაფად ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო. როტორს შემდეგი პლიუსები აქვს: ძალური აგრეგატის მცირე მასა, პატარა მოცულობაზე შედარებით დიდი სიმძლავრე. მაგრამ არის საკმაო მინუსებიც: დაბალი ბრუნვითი მომენტი, საკმაოდ დიდი რესურსი და საწვავის დიდი მოხმარება.

მართალია, ახლანდელი როტორული ძრავა ძველისგან განსხვავდება. იაპონელები ირწმუნებიან, რომ მათ შეძლეს მისი ეკოლოგიურად სუფთისა და ეკონომიურის გახდა. ვიმედოვნებთ, რომ მათ შეძლეს აგრეგატის ზეთის მოხმარების შემცირებაც – წინა როტორები დიდი რაოდენობით “ჭამდნენ” ძრავის ზეთს.

წარმოდგენილი კონცეპტი RX-Vision საინტერესოა არა მარტო როტორული ძრავით, ის ასევე ლამაზიც გამოვიდა და სავარაუდოდ ასეთი გარეგნობით წავა სერიულ წარმოებაში.

თეგები: , ,


Back to Top ↑