Startaperi

ცნობილები

Published on: 13 March 2015

მარკუს მეტრეველი: ” იმდენი ჯარიმები მაქვს გადახდილი, რომ მემგონი საქართველოს ბიუჯეტი მე შევავსე :) “.

Drover.ge წარმოგიდგენთ ინტერვიუს ცნობილ ქართველ მომღერალ მარკუს მეტრეველთან. თუ რა პასუხები გასცა მან დრაივერის კითხვებს ნახეთ ინტერვიუში.

D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს? 11071330_900676756621042_1687444988_o

სხვათაშორის ავტომობილზე პირველად რომ დამსვა ბაბუაჩემმა ძალიან პატარა ვიყავი, დაახლოებით 10 წლის. კოჯორში ვისვენებდით და ბაბუაჩემი ჩამოვიდა ჩაიკით, მაშინ ძალიან კარგ ავტომობილად ითვლებოდა ეს. როდესაც დავინახე ისე მომეწონა, რომ შევაწუხე თხოვნით საჭესთან დავესვი. ბაბუამაც დამსვა და პედალს ისე დავადგი ფეხი, რომ სახლის ეზოს ჭიშკარი შეეწირა ჩემს ხუშტურებს :))) და რაც შეეხება უკვე პროფესიონალურ დონეზე, ეს იყო დაახლოდებით 20 წლის ასაკში როცა გავხდი მართვის მოწმობიანი მძღოლი.

D: თქვენი პირველი ავტომობილი?

ჩემი პირველი ავტომობილი იყო ახალი BMW დუტი პიცოტი, ჟარგონულად რომ ვთქვათ.

D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად? 

ამჟამად მყავს BMW X5. ეს ავტომობილი ყველაზე დიდი შარია და ყველას ვეტყვი, რომ ვისაც ამ ავტომობილის შეძენა სურს ჯერ კარგად დაფიქრდეს და მერე გადაწყვიტოს უღირს თუ არა ეს სიამოვნება ნერვების ფასად, ისე ხშირად ფუჭდება .

D: თქვენი ოცნების ავტომობილი? 

ოოო ჩემი ოცნების ავტომობილებია 1 Porsche Panamera, 2 Bentley, 3 Mercedes-Maybach, 4 Rolls-Royce, 5 Range Rover Sport .

D: რა საწვავს ასხამთ?

ჩემს ავტომობილში ვასხამ ევრო რეგულარს.

11056983_900684523286932_1855665941_n D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?

ოოო რაც შეეხება ჯარიმებს, დღე გამოშვებით ჩემი ავტომობილის საქარე მინაზე რომ არ დამხვდეს ჯარიმის ქვითარი ისე როგორ შეიძლება 🙂 . იმდენი ჯარიმები მაქვს გადახდილი, რომ მემგონი საქართველოს ბიუჯეტი მე შევავსე 🙂 .

D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?

რაც შეეხება ავტომობილის როლს ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო ჩემთვის, რადგან ისეთი გრაფიკით ვცოვრობ, რომ ავტომობილის გარეშე ძალიან დიდი დისკომფორტია. წარმოიდგინეთ ადამიანი ფეხების გარეშე. ნუ ეს ცუდი შედარებაა მაგრამ ჩემთვის ასეა!

D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

ჩემს თავს დავუწერდი თუ 10 ბალიანი ქულით შევაფასებდი 9 ქულას, რადგან ვარ ძალიან ყურადღებიანი, მობილიზებული, დინჯი,დამთმობი, და ზოგადად ვარ კომფორტული მძღოლი.

D: თქვენს ავტომობილთან დაკავშირებულ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?

კურიოზები ძალიან ბევრი მახსენდება მაგრამ ერთერთს მოგიყვებით. ერთხელ საზღვარგარეთ მივემგზავრებოდი და საჭირო იყო რომ გარდერობი განმეახლებინა, უნდა შემეძინა სასცენო კოსტუმები. მოკლედ დიდლით ავდექი და გავედი მაღაზიებში, იმ დღეს იმდენი ვიშოპუნგე, რომ სიმართლე რომ გითხრათ ზედმეტი მომივიდა და მთლიანად რაც მქონდა თანხა ბოლო კაპიკამდე ამოვწურე და დავრჩი ლარის გარეშე :). მანქანაში  ადგილი აღარ იყო იმდენი რამ იდო, რომ გამოვედი მაღაზიიდან ვხედავ თუ როგორ მიჰყავს სითიპარკს ჩემი ავტომობილი თავისი გატენილი ტანსაცმლით. უნდა გენახათ რა კურიოზი იყო შუა ვაკეში, ჭავჭავაძეზე რომ მივსდევდი სითი პარკის ავტომობილს და ვუყვიროდი ტექსტით – გააჩერეთ, გააჩერეთ 🙂 . გამახსენდა ქართული ფილმი. მოკლედ დავრჩი ქუჩაში უფულოდ, უტანსაცმლოდ, უმანქანოდ. ესე გამხადა მაიმუნი სითი პარკმა 🙂 .

D: გიყვართ სიჩქარე? 11070289_900676783287706_259486491_o

რაც შეეხება სიჩქრეს, არ მიყვარს. იმდენად მიყვარს ჩემი თავი, რომ არ დავუშვებ იმას, ჩემი გადაჭარბებული სიჩქარით საფრთხე შევუქმნა ჩემს და სხვის სიცოცხლეს. ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ამ რკინის ჯართით ძალიან ბევრი ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი თავი შუა გულ თბილისში, გადაჭარბებული სიჩქარით. ვფიქრობ რომ ეს გოიმობაა. თუ ასე ძალიან სურთ ადრენალინის გამოყოფა არსებობს შესაბამისი ადგილები და იქ დახარჯონ ეს მოჭარბებული ენერგია… გახსოვდეთ რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია რაც უფალმა გვაჩუქა. და ამას სჭირდება გაბრთხილება..

თეგები:


Back to Top ↑