ვიდეო

Published on: 23 March 2015

მანათობელი Leaf -ი მანათობელ ტრასაზე

ეს ვიდეო რგოლი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ სულაც არ არეკლამებს ელექტრონულ Nissan Leaf -ს. ვიდეოს “მთავარი გმირი” არის ავტოტრასა მანათობელი ნიშნულებით, რომელიც ახლახანს გაიხსნა ჰოლანდიის 329 -ე მაგისტრალის მონაკვეთზე.

ყველაფერი ეს სპეციალური საღებავის დამსახურებაა, რომელიც დღისით შთანთქავს მზის ენერგიას და საღამოთი რვა საათის განმავლობაში ანათებს. ექსპერიმენტის სახით ეს საღებავი საწყისი ეტაპისთვის გზის 600 მეტრიან მონაკვეთზე წაუსვეს, რათა გაიგონ შესაძლებელია თუ არა იმოქმედოს ასეთმა ავტოტრასამ ხელოვნური განათების გარეშე.

თეგები: , ,


Back to Top ↑