Startaperi

სტატიები

Published on: 10 December 2017

Lamborghini Urus – ნიუბურგრინგის რეკორდსმენის ტიტულის მოპოვებას შეეცდება

ნიუბურგრინგის რეკორდები ავტომწარმოებლებისთვის აკვიატებულ იდეად იქცა, რომელთა შორისაც იტალიური მარკა Lamborghini -ც შედის.  ცოტახნით ადრე Huracan Performance – ნიუბურგრინგის რეკორდსმენად იქცა, ხოლო შემდგომში ეს გვირგვინი მას Porsche 911 GT2 RS -მა წაართვა.

Lamborghini ნიუბურგრინგზე რეკორდსმენის ტიტულის მოპოვებას მომდევნო გაზაფხულს Urus -ის საშუალებით შეეცდება, რომელიც შესაძლოა ამ ტრეკის ყველაზე სწრაფ SUV -ად იქცეს. მოცემულ მომენტში ეს ტიტული იტალიურ კროსოვერ Alfa Romeo Stelivo Quadrifoglio -ს უჭირავს 7 წუთითა და 51,7 წამით.

ცდებისა და შემუშავების დანაყოფის უფროსმა მარუციო რეგიანიმ პრესასთან განაცხადა, რომ Urus -ი ნიუბურგრინგზე 2018 წლის გაზაფხულს წარდგება. ამ შეყოვნების მიზეზად “უფრო თბილი სეზონი მზიანი ამინდით” სახელდება, რაც Alfa Romeo -ს რეკორდის მოხსნის შანსებს გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ Lamborghini Urus -ი  აღიჭურვა 4,0 ლიტრი მოცულობის V8 ნიტურბო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 650 ცხენის ძალას. მოდელი 0-100 კმ/სთ აჩქარებას 3,6 წამში აკეთებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ გახლავთ.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑