სტატიები

Published on: 15 February 2017

Lamborghini -ს სუპერქარები ადვილად აალებადები აღმოჩნდნენ

კომპანია Lamborghini -მ Aventador -ისა და Veneno -ს მოდელების 5 900 ეგზემპლარის უკან მოხმობის შესახებ განაცხა. ორივე მოდელს საწვავი სისტემის დეფექტი აღმოუჩინეს, რომელიც აალების მიზეზი შეიძლება გახდეს: თუ უძრავ მდგომარეობაში სუპერქარი დიდიხანი დიდ ბრუნზე იმუშავებს ამან შეიძლება აალება გამოიწვიოს.

როგორც აშშ -ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაციონალური ადმინისტრაცია აცხადებს (NHTSA), დეფექტი შემჩნეულია სუპერქარებზე, რომლებიც გამოშვებულია 2011 წლის 22 მაისიდან 2016 წლის 5 დეკემბრამდე. ეს ეხება მთელი მსოფლიოს მაშტაბით გაყიდულ ავტომობილებს. გამონაკლისია მხოლოდ Aventador SV და Aventador S -ი.

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑