სტატიები

Published on: 30 September 2015

კროსოვერი Tesla Model X -ი ოფიციალურად წარმოადგინეს

კომპანია Tesla -მ ოფიციალურად წარმოადგინა თავისი პირველი ელექტრონული კროსოვერი სახელწოდებით Model X -ი. ავტომობილის პრეზენტაცია გაიმართა კალიფორნიაში არსებულ კომპანიის ქარხანაში, სპეციალურ ღონისძიებაზე.

1be74da508c21f92e2468195da40ce04_orig

Tesla Model X -ის გარეგნობა ოფიციალური ფოტოების წყალობით ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში იყო ცნობილი. კომპანიის წარმომადგენლობამ გაამხილა ავტომობილთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები. მაგალითად ის რომ, კროსოვერმა მიიღო სრულიად შუქდიოდური ოპტიკა, განსაკუთრებული პროფილისა და აქტიური უკანა სპოილერის წყალობით ავტომობილის აეროდინამიულობის წინაღობის კოეფიციენტი შეადგენს 0,24 -ს , ხოლო “ფრთებისებური კარებები” გაკეთდა იმისთვის, რომ მეორე და მესამე რიგი მგზავრებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

73b7fb6b873803fbecd96691b0c64687_orig

Tesla Model X ხელმისაწვდომი იქნება 7 ან 6 ადგილიანი ვერსიებით, ამასთან სავარძლების განთავსება შესაბამისად იქნება 2+3+2 ან 2+2+2. საჭიროების შემთხვევაში სავარძლების მესამე რიგი იკეცება, ხოლო მეორე რიგს მწარმოებელი “ხელოვნების შედევრს” ეძახის, რადგან გამოირჩევა კომფორტულობით.

cf9fdbc43f3d35db9c2f8ef9b479a22f_orig

b2eca4e138f5d8b0521f56add1d839b2_origTesla Model X წარმოდგენილი იქნება ორ ვერსიაში, ორივე მათგანი იქნება სრულამძრავიანი. ბაზური ვარიანტი 90D აღჭურვილი იქნება ორი 259 ცხენის ძალის მქონე ელექტრო ძრავით. ასეთ ავტომობილს შეეძლება განავითაროს 0-98 კმ/სთ სიჩქარე 4,8 წმ -ში, ხოლო მაქსიმალურად დამუხტვის შემთხვევაში დაფაროს 414 კმ. უფრო მძლავრი ვერსია P90 D ასევე მიიღებს ორ ელექტროძრავას: 259 და 503 ცხენის ძალის მქონეებს. სტანდარტულ რეჟიმში ასეთი Tesla Model X 0-98 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს 3,8 წმ -ში. Ludicrous Speed პაკეტის შემთხვევაში კი 3,2 წმ-ში. ერთ სრულ დამუხტვაზე შეუძლია 400 კმ -ის დაფარვა.

2fcaaf6a6618466058cecb9ba0b5cf4b_orig

Tesla Model X 90D -ის მინიმალური ფასი შეადგენს $132 000 -ს, ხოლო უფრო მძლავრი ვერსიის P90D -ის ფასი იწყება $142 000 -დან. კომპანიამ უკვე დაიწყო შეკვეთების მიღება. პირველ ავტომობილებს კლიენტები 2016 წლის მეორე ნახევარში მიიღებენ.

22228127cb616701bc539dc8df6353cc_orig

თეგები: , ,


Back to Top ↑