სტატიები

Published on: 26 December 2015

კომპანია Honda პრემიერისთვის ახალ მოდელს ამზადებს

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ახალი Honda -ის ილუსტრაციები. სავარაუდოდ მათზე გამოსახულია შემდეგი თაობის მინივენი Odyssey. გარეგნულად ავტომობილი მოგვაგონებს Honda Concept M -ის პროტოტიპს, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს შანხაის ავტოსალონზე იქნა წარდგენილი, ხოლო სერიულ წარმოებაში ავტომობილი არ გაშვებულა.

წინასწარი ცნობებით ახალი მოდელის საბაზრო ვერსიის დებიუტი შემდეგ წელს მოხდება. მინივენის გაყიდვები სავარაუდოდ აზიის ქვეყნებსა და აშშ -ში დაიწყება. Honda Odyssey 2016 -ის ძრავების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.

 

თეგები: ,


Back to Top ↑