სტატიები

Published on: 12 March 2019

ხორვატებმა გასაოცარი ავტომობილი შექმნეს

ხორვატული მარკა Rimac-ი მზადაა ელექტრონული ჰიპერქარის Rimac C_Two-ს გამოსაშვებად. ავტომობილის ყოველ ბორბალზე მოთავსებულია ელექტრონული ძრავა, რომელთა საერთო სიმძლავრე 1914 ცხენის ძალას შეადგენს. С_TWo-ს მაქსიმალური შიჩქარე 415 კმ/სთ-ია. 0-300 კმ/სთ აჩქარებას კი 11,8 წამი ანდომებს. რათქმაუნდა ასეთი შესაძლებლობებით, ავტომობილს ნამდვილად სჭირდება აქტიური აეროდინამიკა.

ავტომობილი აღჭურვილია 120 კვტ/სთ მოცულობის ლითიუმ-იონურ-ნიკელის ბატარეით. რომლის დახმარებითაც ჰიპერქარს ერთ დამუხტვაზე 650 კილომეტრის გავლა შეუძლია. სწრაფი დამუხტვის საშუალებით ავტომობილის 80% ნახევარ საათში იმუხტება.

სვხა განსაკუთრებული მახასიათებლებიდან უნდა აღინიშნოს ვექტორული მართვის სისტემა, რომელიც ABS-სა და ESP-სს ანაცვლებს. ამასთან ავტომობილს შეუძლია მძღოლის ხასიათის ამოცნობა და მართვის სისტემის შესაბამისად რეგულირება.

თეგები: , ,


Back to Top ↑