ვიდეო

Published on: 16 July 2015

იშვიათი ASTON MARTIN V12 ZAGATO (ვიდეო)

2012 წლის თებერვალში Aston Martin -მა წარმოადგინა მოდელი V12 Zagato. თავდაპირველად იგეგმებოდა ამ ავტომობილის 150 ეგზემპლარის გამოშვება, მაგრამ შემდგომ ეს რიცხვი 101 -მდე შეამცირეს. ავტომობილი შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში:

Aston Martin V12 Zagato გამოშვების დროს ღირდა 330 ფუნტი სტერლინგი. ერთი ასეთი ავტომობილის აწყობას უნდებოდნენ 2000 საათი. სწორედ აწყობის სირთულემა და ბრიტანელი მყიდველის ნაკლებმა ინტერესმა გამოიწვია წარმოების 101 ერთეულამდე დაყვანა.

ავტომობილი აღჭურვილია 6,0 ლიტრი მოცულობის მქონე v12 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 510 ცხენის ძალასა და 570 ნმ ბრუნვით მომენტს. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი ანვითარებს 4,2 წმ -ში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე კი შეადგენს 305 კმ/სთ -ს. თქვენ რას იტყვით ჩვენო მკითხველო, როგორი ავტომობილია?

თეგები: ,


Back to Top ↑