სტატიები

Published on: 08 August 2018

ილონ მასკი Tesla-ს მთლიანად შესყიდვას აპირებს

მასკის მორიგი განცხადება Twitter-ში ზოგიერტებმა ხუმრობად ჩათვალეს. მან განაცხადა, რომ ბირჟიდან Tesla-ს აქციების გამოსყიდვას გეგმავს. ერთი აქციის ღირებულება $420-ს შეადგენს.

ამ ფასის მიხედვით გამოსასყიდმა თანხის ოდენობამ შესაძლოა $72 მლრდ შეადგინოს. პორტალ Axios-ის შეფასებით ამ თანხამ ვალის ჩათვლით შესაძლოა $85 მლრდ-ს მიაღწიოს. თუმცა მასკს ამხელა თანხის გადახდა არ მოუწევს, რადგან მას Tesla-ს აქციების 20% უკვე ეკუთვნის.

ერთადერთ წინააღმდეგობად შეიძლება აქციონერების თანხმობის მიღება ჩაითვალოს. თვითონ მასკმა აღნიშნა, რომ მათ აქვთ ორი გზა – გაყიდონ აქციები ან შეინახონ თავიანთი წილი კომპანიაში სპეციალური ფონდის გავლით.

მასკის ტვიტმა Nasdaq-ის მიერ Tesla-ს აქციების გაყიდვის შეჩერება გამოიწვია.

 

თეგები: ,


Back to Top ↑